სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ასახელებს იმ ქვეყნებს, რომლებიდანაც ადამიანები PCR ტესტის საფუძველზე შეძლებენ შემოსვლას. რეგულაციები ხვალიდან, პირველი თებერვლიდან იხსნება.
„საქართველოში, საჰაერო გზით შემოსვლის რეგულაციები მსუბუქდება. გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ნეგატიური PCR-ტესტის საფუძველზე, გადმოკვეთონ ჩვენი საზღვარი. აშშ–ს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, შვეიცარიის, ნორვეგიის, ასევე, საუდის არაბეთის, ემირატების, ისრაელის, ბაჰრეინისა და კატარის მოქალაქეებს შეეძლებათ, PCR-ტესტის საფუძველზე შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში და მესამე დღეს გაიტესტონ განმეორებით.
გარდა ამისა, იხსნება საზღვარი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მოქალაქეებისთვის და ისინი ნეგატიური ტესტის საფუძველზე შეძლებენ ქვეყანაში შემოსვლას, თუმცა, სავალდებულო იქნება კარანტინში გადასვლა“- განაცხადა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა “იმედის” ეთერში.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან რეგულარული ფრენები აღდგება.