საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, პრესსპიკერი ირაკლი ჩიქოვანი განმარტავს თუ რომელი შეზღუდვები რჩება ძალაში 23 მაისიდან . როგორც ჩიქოვანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შეზღუდვა რჩება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებზე, კაფე-რესტორნებში მომხმარებლების ადგილზე მომსახურებაზე, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე.
ძალაშია შემდეგი შეზღუდვები:
- რესტორანში, ბარში თუ კაფეში მომხმარელების ადგილზე კვებით მომსახურება;
- ასევე სასტუმროების ფუნქციონირება, გარდა საკარანტინო ზონებისა;
- ტანსაცმლითა და ფეხაცმლით ვაჭრობა არის კვლავ შეზრუდული, გარდა ონლაინ ვაჭრობისა;
- ასევე შეზღუდული რჩება ე.წ მოლებისა და ბაზრობების ფუნქციონირება, გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომლებიც უკვე ფუნქციონირებენ.
- შეზღუდულია სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ამ ხასიათის ღონისძიებების ჩატარება.
აზარტული და მომგებიანი თამაშების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული ფორმით.
“შეგახსენებთ, რომ ყველა ის ბიზნესსუბიექტი, რომელიც აგრძელებს საქმიანობას, ვალდებულია, დაიცვას ის მოთხოვნები, რომელიც არის წამორდგენილი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. ხოლო, თუ ისინი დაკავებულები არიან სურსათის წარმოებით, სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება არის სავალდებულო. ამ ეტაპზე შეზღუდვები შენარჩუნდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე”, – განაცხადა ჩიქოვანმა.