უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ კიევს უკვე აქვს ინფორმაცია, რომელმა ბრიგადამ ააფეთქა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური.
- “აშკარაა, რომ ჰესი შიგნიდან ააფეთქეს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რეგიონის ეკოლოგიური უსაფრთხოების კუთხით და ასევე, ზაპოროჟიეს სადგურისთვის. სხვათა შორის, ყირიმიც დარჩება უწყლოდ, დაიტბორება უამრავი სახლი. უკვე ვხედავთ, რომ ხერსონის რამდენიმე რაიონი უკვე დატბორილია, ამიტომ ვფიქრობ, რომ შედეგები უფრო მეტ ტერიტორიაზე იქნება. მოტივაცია აშკარაა, რუსეთის ტაქტიკური ამოცანაა ვითარებაზე კონტროლის შენარჩუნება და ასეთ ნაბიჯზე ამიტომ წავიდა.ამით ცდილობს, შეანელოს კონტრშეტევა და გარკვეული ზეწოლა მოახდინოს დასავლელ პარტნიორებზე. გამოძიების ჩატარებაც არაა საჭირო, უკვე ცხადია ვინ და რატომ ჩაიდინა. ჩვენ დაზვერვას უკვე აქვს მონაცემები, რომ რუსეთის 205-ე მოტო მსროლელთა ბრიგადამ ააფეთქა. ვინც დღეს აფეთქების ბრძანება გასცა, აღიარა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული”, – განაცხადა მან.
Українська правда-ს ცნობით, რუსული 205-ე მოტომსროლელი ბრიგადის წარმომადგენლები დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე. ქვედანაყოფში ძირითადად რუსეთის სხვადასხვა კუთხიდან მობილიზებულები იბრძვიან.
ბრიგადა ცნობილია ჩეჩნეთის პირველ ომში მონაწილეობით, რომელთა დევიზია: “205-ე ბრიგადა, ჯოჯოხეთიდანაც კი დავბრუნდებით”.
205-ე ბრიგადის მეთაური 40 წლის ვიცე-პოლკოვნიკი ედუარდ შანდურაა. უკრაინის დაზვერვის მანამდე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იგი გამოიყვანეს საბრძოლო მისიებიდან, რათა მონაწილეობა მიეღო აღლუმში განადგურებულ ქალაქ მარიუპოლში 2022 წლის მაისში.
პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ ჰესის აფეთქებით რუსეთმა კონტრშეტევის შენელება და დასავლელ პარტნიორებზე ზეწოლის მოხდება სცადა.