ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი შეთანხმებიდან ქართული ოცნების გასვლის შემდეგ მათ ეკითხება, რომელ გზას ირჩევენ, დასავლეთს თუ რუსეთს.
“ველოდებით შარლ მიშელის რეაქციას, ყველა ვიზიარებთ ამ იმედგაცრუებას. ქვეყნის შიგნით განსახვავებული ჯგუფების გაერთიანება, საქართველოს ერთიანობა, ასევე, ევროკავშირისა და აშშ-ს გვერდით ყოფნა ამ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩემი ქვეყნის გამოცდილებიდან კარგად ვიცი, რომ საქართველოს სხვა ალტერნატივა არ გააჩნია – ან წახვალთ დასავლეთის გზით, ან რუსულ გზას აირჩევთ, მინდა ვკითხო საქართველოს მთავრობას, რომელ მიმართულებას ირჩევენ.
თუ ჩვენ შევთანხმდით ძირითად დოკუმენტზე, რომელიც საქართველოსთვის რეფორმებს, ადგილობრივ არჩევნებს და ქვეყნის განახლების საკითხებს შეეხება, მისი გაუქმება პარტნიორებთან კონსულტაციების გარეშე არ შეიძლება, მითუმეტეს მაშინ, როცა დოკუმენტს მაღალი რანგის ევროპელი ლიდერი აწერს ხელს. მივესალმებით შარლ მიშელის ძალისხმევას”, – თქვა ჟიგიმანტას პავილიონისმა მთავარ არხთან საუბრისას.