რომელ ობიექტებზე იქნება საჭირო მწვანე სტატუსის წარდგენა

რომელ ობიექტებზე იქნება საჭირო მწვანე სტატუსის წარდგენა – ამის შესახებ, საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.მწვანე სტატუსი ენიჭებათ იმ ადამიანებს, ვინც, აცრილია კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის 2 დოზით,  წარადგენს ვალიდურ PCR ან სწრაფ ტესტს და გადატანილი აქვს კორონავირუსი.

იმ ობიექტების ჩამონათვალი სადაც მწვანე სტატუსის ქონა სავალდებულო ხდება:

  • რესტორნები, კაფეები, ბარები,  – ღია და დახურული სივრცეები,
  • კინოთეატრები, თეატრები, ოპერები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები;
  • სამორინეები, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული დაწესებულებები;
  • სპა ცენტრები, ფიტნეს დარბაზები;
  • სასტუმროები;
  • სამთო კურორტების საბაგირო გზები.