ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.
“საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებული არის 58 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი. დღეს წილისყრის პროცედურაში მონაწილეობას ღებულობდა 47 საარჩევნო სუბიექტი, ხოლო დანარჩენ 13 საარჩევნო სუბიექტს კანონმდებლობის მიხედვით ჰქონდა უფლება წილისყრის პროცედურის გარეშე დაეტოვებინათ ის რიგითი ნომერი, რასაც მანამდე იყენებდნენ“,- ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
რომელ პარტიას რა რიგითი ნომერი ექნება საარჩევნო ბიულეტენში
- №1 – (პარტია) თეთრები
- №2 – ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის
- №3 – ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა
- №4 – დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა – ქდმ
- №5 – საარჩევნო ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია”
- №6 – მომავალი საქართველო
- №7 – თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის 2
- №8 – დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
- №9 – გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია
- №10 – შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია
- №11 – მშრომელთა სოციალისტური პარტია
- №12 – მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის
- №13 – რეფორმერი
- №14 – ბეჟან გუნავა – ქართული არჩევანი
- №15 – ჩვენი გაერთიანებული საქართველო
- №16 – ახალი ქრისტიან-დემოკრატები
- №17 – ირაკლი ოქრუაშვილი – გამარჯვებული საქართველო
- №18 – მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს
- №19 – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი
- №20 – საქართველო
- №21 – თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა, გიორგი წულაია)
- №22 – საქართველოს ევროატლანტიკური გზა .
- №23 – ახალი ძალა
- №24 – ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები
- №25 – თავისუფალი დემოკრატები
- №26 – ეკა ბესელია – პ.პ. „სამართლიანობისთვის”
- №27 – საარჩევნო ბლოკი გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი
- №28 – ქართული ფესვები
- №29 – დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნა
- №30 – შეცვალე საქართველო
- №31 – თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა
- №32 – სახალხო პარტია
- №33 – ეროვნულ დემოკრატიული პარტია (ედპ)
- №34 – სოციალური სამართლიანობისათვის
- №35 – საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია
- №36 – გირჩი
- №37 – საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია
- №38 – იბერიელთა ერთობა 3
- №39 – საქართველოს პენსიონერთა უფლებათა დაცვის კავშირი
- №40 – ქართველ ნაციონალისტთა ერთობა – გაიოზ მამალაძე
- №41 – ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო
- №42 – რეფორმატორები
- №43 – ზვიადის გზა (ღმერთის, სიმართლისა და ქვეყნისათვის)
- №44 – ქართული იდეა
- №45 – ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა
- №46 – გია ჟორჟოლიანი – სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის
- №47 – ზვიად ძიძიგური – საქართველოს კონსერვატიული პარტია
- №48 – არჩევანი სამშობლოსათვის
- №49 – ჯონდო ბაღათურია – ქართული დასი
- №50 – პროგრესული საქართველო
- №51 – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა
- №52 – სერგო ჯავახიძე-ევროატლანტიკური ვექტორი
- №53 – ტრადიციონალისტები
- №54 – სახალხო მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატები
- №55 – ქართული მარში – ეროვნული მოძრაობა
- №56 – ლელო
- №57 – მამულიშვილთა ორდენი „სამშობლო”
- №58 – საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
- №59 – საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია
- №60 – საქართველოს განვითარების პარტია