სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, რობერტ გრიგალაშვილის თქმით, საქმის მოწმეთა ბაზაში ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ასევე დაკავებული რომეო მიქაუტაძეც არის დასახელებული, თუმცა, რა ჩვენება მისცა მიქაუტაძემ გამოძიებას, მისთვის უცნობია.
“რომეო მიქაუტაძე მოწმეთა ბაზაშია დასახელებული, მაგრამ რა სახის ჩვენება მისცა, ეს ჩვენ არ ვიცით – ბაზათა წრე საკმაოდ დიდია […]ჩვენ მხოლოდ ბრალდების დადგენილებას გავეცანით, საქმის მასალები ჯერ არ ჩაგვბარებია […] განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების დადასტურების ნაწილში, ჩვენ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობას გამოვრიცხავთ […] ვფიქრობ, ბატონი გრიგოლის უდანაშაულობის დადასტურებას შევძლებთ […]ის ბრალდებას არ აღიარებს და თავს დამნაშავედ არ ცნობს […] საქმის მასალებს რომ გავეცნობით, ამის შემდეგ ბატონი გრიგოლი თავის პოზიციას დააფიქსირებს”. – თქვა ლილუაშვილის ადვოკატმა.















