რომი ერთ დღეში არ აშენებულა – განაცხადა ქვეყნის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას რითიც ევროკავშირის განცხადებას გამოეხმაურა სადაც ნათქვამია, რომ სასამართლო რეფორმის სრულად შეუსრულებლობის გამო საქართველომ ფინანსური დახმარების პირობა ვერ დააკმაყოფილა.
”ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ევროკავშირის განცხადებაც. ნორმალური პროცესია, არსებობს გარკვეული შეუთანხმებელი პოზიციები, ჩვენ ვთვლით, რომ ძირეული რეფორმები განვახორციელეთ სასამართლო სისტემაში, ეს პროცესი არ დასრულებულა, გრძელდება. ერთ დღეში არ აშენებულა რომი, რომ ისტყვიან და ამას სჭირდება დრო.”- განაცხადა ღარიბაშვილმა.