განათლების მინისტრობის კანდიდატიის, მიხეილ ჩხენკელის მტკიცებით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, საქართველოში “ამ რანგის” ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ვერ იარსებებდა.
“უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. საქართველოში ამ რანგისა და მასშტაბის უნივერსიტეტი ვერ იარსებებდა, რომ არა მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედება, რომელიც ერთ მილიარდ ევროს შეადგენს. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსება უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა. ეს არის ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ვითარდება დასავლური სტანდარტებით”,– თქვა ჩხენკელმა.
მანვე აღნიშნა, რომ მომდევნო წლებში უნივერსიტეტში გაჩნდება ახალი აკადემიური პროგრამები.
დღეს პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. გახარიამ მთავრობა იგივე მინისტრებისგან დააკომპლექტა. შეიცვალა მხოლოდ იუსტიციის მინისტრი.