რომ არა ოცნების ხელისუფლება, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დავას წააგებდა -ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა თეა წულუკინმა პარლამენტში ისაუბრა, სადაც კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე აგვისტოს ომზე ევროსასამართლს გადაწყვეტილებას განიხილავენ.
“ჩემი მხრიდან არ იქნება მართალი, თუ არ ვიტყვი, რომ საჩივრის კვალიფიციურად წარმოებისთვის წინა ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია, ან თითქმის არაფერი გაუკეთებია. დაე, მათ ეწყინოთ და დაე, გვისაყვედურონ.რომ არა ქართული ოცნების ხელისუფლება, ეს დავა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ექნებოდა პირწმინდად წაგებული. მტკიცებულებების 90 და მეტი პროცენტი სწორედ 2013 წლიდან მოგროვდა. “- განაცხადა წულუკიანმა.