რომ არ გავჩუმებულიყავი შეიძლება დღეს 14 წლის ნინი ცოცხალი ყოფილიყო- რას ყვება ცნობილი ბლოგერი, მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 24 წლის ბიჭზე

14 წლის ნინისთან, სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ 24 წლის ნიკა ტაკიძეს ცნობილი ბათუმელი ბლოგერი, ანი დიასამიძე სექსუალური ხასიათის შევიწროებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ, ანი დიასამიძე „პრაიმტაიმთან” საუბრობს და აცხადებს,  რომ დაახლოებით 4-5 წლის წინ ის ქორწილში იმყოფებოდა, სადაც მის მიმართ ნიკა ტაკიძემ გარყვნილი ქმედებები განახორციელა.

„17 წლის ვიყავი მაშინ. ქორწილში ვიყავი. არ ვიცნობდი ნიკა ტაკიძეს. ზურგს უკან მომადგა და გარყვნილი ქმედება განახორციელა. ვერაფერი ვერ ვთქვი, შემრცხვა, მხოლოდ ვიტირე. ახლაც ვნერვიულობ ამ ფაქტის გახსენებაზე. ფაქტი არ გამიხმაურებია, თან არ მქონდა სამართალდამცავების მხრიდან შესაბამისი რეაგირების იმედი. თან საზოგადოების და მათი რეაქციის შემეშინდა. მხოლოდ რამდენიმე დღეში გავიგე მისი ვინაობა, როცა ქუჩაში მეგობრებთან ერთად დავინახე. ანუ საერთო მეგობრები გვყავდა. თუმცა ყურადღებას იმაზე კი არ ვამახვილებ რომ მე რაღაც დამიშავა. მინდა, რომ ჩემსავით აღარ გაჩუმდნენ სხვა გოგონები. ეს მესიჯი მინდა მივიტანო საზოგადოებამდე. წარმოიდგინეთ რამდენს შეავიწროებდა ამ ხნის მანძილზე და არვინ არაფერი გავაკეთეთ”- აცხადებს ანი დიასამიძე.

“რაც არ უნდა ვინმემ მემუქროს ამ პოსტს არ წავშლი. მორჩა ! სინდისი მაწუხებს… იმ დღიდან რაც სოფ. #ქაქუთში მომხდარი #შემზარავი ამბავი გავიგე სხვა რამეზე ფიქრი უბრალოდ არ შემიძლია. თავის დროზე არ გავჩუმებულიყავი შეიძლება დღეს 14 წლის ნინი ცოცხალი ყოფილიყო. ჩემსავეთ სხვაც გაჩუმდა ალბათ ხედავთ დუმილმა სადამდე მიგვიყვანა?
#ნიკატაკიძე, რომელიც #სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული, რამდენიმე წლის წინ თავი #სექსუალური შევიწროვებით დამამახსოვრა . ვიმეორებ შ ე მ ა ვ ი წ რ ო ვ ა.! ეს სხვა რამეა.
შემრცხვა, ვერავის ვუთხარი … მისი არც სახელი ვიცოდი, არც გვარი, მაგრამ მახსოვდა სახე და აღნაგობა. ვინააობა რამდენიმე დღეში გავიგე, როცა ქუჩში დავინახე ჩემს საქმროსთან და მეგობრებთან ერთად . ჩემმა საქმრომ გამაცნო ნ. ტაკიძე, როგორც #დეიდაშვილი…
#პოლიციისთვის არ მიმიმართავს და #ანგარიშწორება ჩემმა მეგობრებმა მოახდინეს, მას შემდეგ რაც გავბედე მომხდარის მოყოლა. ნ. ტაკიძემ აღიარა რაც ჩაიდინა და მოიბოდიშა .. “არ ვიცოდი ვინ იყავი” – ო… რა მნიშვნელობა ქონდა ვინ ვიყავი..?
ნინის საქმეშიც მთავრი ფიგურანტი იგივე #ნ.ტ რომ აღმოჩნდა სინდისმა როგორ არ შემაწუხოს?
ჩემი შეცდომა და იყოს მაგალითი თქვენთვის, რომ არასდროს გაჩუმდეთ,რომ შეწყდეს ეს სისასტიკე… რომ ჩემსავეთ არ ინანოთ დუმილი. მაშინ შემრცხვა და შემეშინდა, რადგან “ხალხი რას იტყვის” ფიქრით ვცხოვრობდი.. ხალხს წიხლზე კიდიხართ რო იცოდეთ და ხვალ დაავიწყდებით, ამაზე იფიქრეთ, იმოქმედეთ და #არგაჩუმდეთ რაც არ უნდა მოხდეს.!
ბოდიშს ვიხდი ჩემი წილი დანაშაულისთვის, თუმცა ამიერიდან, არასდროს აღარ გავჩუმდები.. გპირდებით..”- წერს ანი დიასამიძე სოციალურ ქსელში.