2008 წელს პუტინი 8 წლით იყო თანამდებობაზე. მაშინ რომ გვცოდნოდა, რომ ის კრემლში 2022 წლამდე, ან კიდევ უფრო 2030 წლამდე დარჩებოდა, შეიძლებოდა გვეთქვა ქართველებისთვის და უკრაინელებისთვის, რომ ნატოში მივიღებთ. – ამის შესახებ, ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტოომას ჰენდრიკ ილვესმა Deutsche Welle-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
”2008 წელს პუტინი 8 წლით იყო თანამდებობაზე. მაშინ რომ გვცოდნოდა, რომ ის კრემლში 2022 წლამდე, ან კიდევ უფრო 2030 წლამდე დარჩებოდა, შეიძლებოდა გვეთქვა ქართველებისთვის და უკრაინელებისთვის, რომ ნატოში მივიღებთ. 2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტიდან მახსოვს ის, რაც პუტინმა პრეზიდენტ ბუშს უთხრა: “უკრაინა სახელმწიფო არ არის”. ამან ბუშზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამის შესახებ ყველას ესაუბრებოდა. გადაწყვეტილება, რომ არ გაეხსნათ უკრაინისთვის და საქართველოსთვის წევრობის კარი მარტივად მიიღეს: ანგელა მერკელმა და ნიკოლა სარკოზიმ თქვეს “Nein” და “Non”. მახსოვს პოლონეთის აწგარდაცვლილი პრეზიდენტი ლეხ კაჩენსკი ამაზე აღშფოთდა და გერმანიის დელეგაციას ეკამათა. ამის შემდეგ ყველასთვის ცნობილი კომპრომისის დოკუმენტი შედგა – ისინი დაპირდნენ გაწევრიანებას, მაგრამ არ დააკონკრეტეს თარიღი. ამ გადაწყვეტილებამ მწვანე შუქი აუნთო პუტინს, განეხორციელებინა ნებისმიერი ქმედება საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ. ”- განაცხადა ილვესმა.