“გეგმაში არ მაქვს ამერიკაში წასვლა. არ არის ეს ჩემი გეგმის ნაწილი, რომ ამერიკაში მივდიოდე, თუმცა იმ ინტერესის გამო, ვარ თუ არა დასანქცირებული ამხელა გზა უნდა გავიარო, ვიფრინო საათობით, დღე-ღამე უნდა ვიმოგზაურო იმისთვის, რომ დავადგინო აშშ-ს სანქცია დამიწესდა თუ არა. უტრირება მოვახდინე ფაქტის, რომ დავადგინო ვარ თუ არა სანქცირებული, დღე-ღამე უნდა ვიმგზავრო იქეთ და დღე-ღამე აქეთ, მხოლოდ იმიტომ, რომ დავადგინო, შეეძლოთ, წერილობით შეეტყობინებინათ, შეეძლოთ როგორც მოსამართლეების შემთხვევაში, საჯაროდ გაეცხადებინათ და რასთან გვაქვს საქმე თქვენ ხვდებით?! მე ვერ ვხვდები”.
განაცხადა “ხალხის ძალის” დეპუტატმა, დაჩი ბერაიამ ამერიკის სანქციებზე.