“რომ მიუშვა, ალბათ წმინდა ნინოსაც გააკრიტიკებს ” – წულუკიანი ლევან ბერძენიშვილზე

“რომ მიუშვა, ალბათ წმინდა ნინოსაც გააკრიტიკებს”- ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რესპუბლიკური პარტიის წევრზე, ლევან ბერძენიშვილზე გააკეთა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

“ძალიან ძნელია რესპუბლიკელების დღევანდელ პოზიციას მოუძებნო რაიმე ტიპის სახელი. ერთი კი ფაქტია, რომ ბატონ ლევან ბერძენიშვილს ყველა იცნობს, მეც ვიცნობ, შეიძლება, ისე კარგად არა, როგორც ჩემი სხვა თანამებრძოლი, მაგრამ ვიცნობთ ყველა მას და არ შემეშლება თუ ვიტყვი, რომ ის არ არის ადამიანი, რომელსაც ყველაფერზე თავისი აზრი არ აქვს. პირიქით, ეს არის ადამიანი, რომელსაც თავისი მწვავე და კრიტიკული აზრი აქვს ყველაფერზე, ილია მეორეზე, ეკლესიაზე. თუ უფრო განვიტვირთებით და ვიხუმრებთ, იმასაც ვიტყვი, რომ მიუშვა, ალბათ წმინდა ნინოსაც გააკრიტიკებს და არგუმენტებსაც მოძებნის ამისთვის”,-  განაცხადა თეა  წულუკიანმა ტელეკომპანია იმედის ეთერში.