როსტოვის ოლქში ნავთობბაზაზე თავდასხმა უკრაინის სპეცოპერაცია იყო – ამის შესახებ, ინფორმაციას, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოდან წყარო “უკრაინსკა პრავდას” უდასტურებს.ოპერაციის დეტალური შედეგები ამ დრომდე ზუსტდება.
“უკრაინსკაა პრავდას” ცნობით, ობიექტი რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ნაწილია და უშუალოდ მონაწილეობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მხარდაჭერაში.
დრონებით თავდასხმის შემდეგ საწვავის საცავში ხანძრის გაჩენა მოგვიანებით დაადასტურა როსტოვის გუბერნატორმაც.