“რა თქმა უნდა. ეს არის კვების ფული. ყველაფერი ოფიციალურად ხდება, არაფერი დამალული არ არის. თქვენ მიზანმიმართულად ამბობთ, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანს არ აქვს აქციაზე მოსვლის უფლება – მათაც აქვთ უფლება. შეგიძლიათ მობრძანდეთ, შეგიძლიათ, მობილიზებაც გააკეთოთ, შეგიძლიათ, გამოიყენოთ შვებულებები. როცა ადამიანი მოგვყავს, უზრუნველვყოფთ კვების საფასურს, ამას პარტია აკეთებს. ეგ ოფიციალური ხარჯებია და ყველაფერი შეგიძლიათ ნახოთ. იმაზე ნაკლები ჯდება, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას დაუჯდა აქციის ჩატარება”
აცხადებს, თბილისის მერი, კახა კალაძე და ადასტურებს, რომ ”ოცნების” 27 სექტემბერს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისთვის მოქალაქეებს ფულს უხდიან.