“როცა ასეთი არჩევანი გვაქვს, ყოველთვის მრავალფეროვნებას უნდა მივცეთ ხმა ” – ”ქართული ოცნების” მთავრობის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ღინა ხიდაშელმა თვითმმართელობის არჩევნების მეორე ტურიზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
”ერთი პოლიტიკური ძალა გვეუბნება, რომ მხოლოდ ის უნდა იყოს და საერთოდ არანაირ სხვა ვერსიაზე ფიქრსაც არ უშვებს, მეორე პოლიტიკურმა ძალამ თქვა, რომ მას შეუძლია, დაინახოს მრავალფეროვნება. საკითხი ამაშია, ვენდობით თუ არა მის ამ ნათქვამს იმ გამოცდილებით, რომელიც გვაქვს. კი, ძალიან რთულია, რომ ვენდოთ, თუმცა, როცა ასეთია არჩევანი, რომ ერთი საერთოდ არაფერს არ გთავაზობს და მეორე ვერსიად მაინც განიხილავს მრავალფეროვნებას. მრავალფეროვნებას ყოველთვის უნდა მივცეთ ხმა” – განაცხადა თინა ხიდაშელმა.