”როცა ვინმე შენს დაცინვას დასამცირებლად ცდილობს, მას პასუხი უნდა გასცე!” – ბოგდან კროტევიჩი

‘როცა ვინმე შენს დაცინვას დასამცირებლად ცდილობს, მას პასუხი უნდა გასცე!”  – წერს ამის შესახებ, აზოვის სპეციალური დანიშნულების ბრიგადის შტაბის ყოფილი უფროსი, ბოგდან კროტევიჩი იგივე  “ტავრი, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის პირდაპირ ეთერში გამართულ კამათს გამოეხმაურა.

“სუსტებს პატივს არ სცემენ. სუსტებს საუზმეზე მიირთმევენ. მადლობა პრეზიდენტო ზელენსკი, რომ არ დაუშვით ასეთი სიტყვების თქმა უკრაინაზე.

არავინ უნდა აიმაღლოს ხმა უკრაინის წინააღმდეგ ან ასე უპატივცემულოდ ისაუბროს მასზე.
როცა ვინმე შენს დაცინვას და გაღიზიანებას მხოლოდ იმიტომ ცდილობს, რომ დაგამციროს, მას პასუხი უნდა გასცე.
დღეს ევროპა უკრაინის გვერდით დგას, რადგან უკრაინა ევროპის ხმა, ფარი და ძალაა.

“მხოლოდ ის იმსახურებს თავისუფლებას და არსებობას, ვინც ყოველდღიურად თავიდან მოიპოვებს მას”, – გოეთე”.