დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ეხმიანება მისი გადადგომის მოთხოვნას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან და ამბობს, რომ პასუხისმგებლობას არასდროს გაურბის.
მისი თქმით, თუ საქართველოს მოსახლეობა ეტყვის, რომ მოვალეობას ვერ ასრულებს, თანამდებობას დატოვებს.
“მე არც პოლიტიკურ და არც პიროვნულ პასუხისმგებლობას არასდროს გავურბივარ, მე უფრო მეტი თანამდებობებიდან წავსულვარ, ვიდრე დღეს მიკავია. ამიტომ მე არც მაშინებს ეს და არც მაკვირვებს.
მხოლოდ და მხოლოდ, მაინტერესებს, ვინც ამისკენ მომიწოდებს, იმას უკეთ უკეთებია თუ არა ის საქმეები, რომელიც უკეთებია, ვიდრე დღეს მე ვაკეთებ. თუ ისინი მეტყვიან, რომ უკეთესად ჩამანაცვლებენ და უნდათ ჩემი პოზიციის დაკავება, სიამოვნებით მივიღებ მათ რჩვას, მაგრამ ჯერჯერობით მე დიდი პასუხისმგებლობა მაქვს ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის წინაშე. როცა მოსახლეობა მეტყვის, რომ მე უნდა წავიდე, ვერ ვასრულებ ჩემს მოვალეობას, მაშინ ნამდვილად დავასწრებ და უფრო ადრე წავალ”,– თქვა გამყრელიძემ ბრიფინგზე.