როცა პრემიერი გავხდები, სააკაშვილს შესაძლებლობა ექნება, ჩამოვიდეს ქვეყანაში – ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი და ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მისი პრემიერობის დროს მიხეილ სააკაშვილს ქვეყანში ჩამოსვლის შესაძლებლობა ექნება.

“როცა მე გავხდები ქვეყნის პრემიერმინისტრი, დავამთავრებთ ანგარიშსწორებას და რევანშს ამ ქვეყანაში, მასაც [მიხეილ სააკაშვილს] ექნება შესაძლებლობა ჩამოვიდეს ქვეყანაში, მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში. ყველამ უნდა შეიტანოს თავისი წვლილი, ესაა ჩემი, როგორც გამაერთიანებელი პრემიერმინისტრობის კანდიდატის მთავარი ფუნქცია”,- აცხადებს ვაშაძე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი და გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები არიან.