“ოპოზიციური ერთიანობა – იქაც ძალიან ბევრი, სხვა შორის, კრიტიკული პრობლემებია. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, როგორც არ უნდა მომწონდეს, ან არ მომწონდეს, კრიტიკულად ვიყო განწყობილი, ბევრზე უკეთესად ვიცოდე, რა არის დნმ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესის, დღეს, როდესაც რეგიონში ცხელი ომია, სანამ დაძაბულობის პიკი არ მორჩება, მთავრობისა და პრემიერის გადადგომაზე ლაპარაკი არასწორია. არ შეიძლება დაპირისპირების ასეთი ხარისხი და ტემპერატურა, ყველა აქციის გამოყენება, რადგან ჩვენი მტერი ამას ელოდება. ერთი პატარა, ერთი პატარა…
ნაციონალური მოძრაობის სულელურ ნაბიჯებს ყველაზე კარგად ვინც იყენებს, იყენებს ხელისუფლება. საჩუქრებს უკეთებენ და რატომ უკეთებენ არ ვიცი, ვერ ვხვდები ხანდახან”
თქვა ექსპრემიერმა, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ ფორმულას ეთერში.