“თავიდან, როცა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო, მაშინ ალბათ არ ჭამდა და ახლა ვეღარ ჭამს. ანორექსია და კახექსია მადის დაქვეითებასა და გულისრევას იწვევს. თან ეს არ არის პაციენტის მართვადი, ასე ადვილად ვერ მართავს ამ ამბავს, მას მკურნალობის თავისი პროტოკოლი აქვს, საკმაოდ რთული. […]ჩვენ ერთ-ერთ დასკვნაში გვიწერია, რომ თუ პაციენტი წონაში კლებას გააგრძელებს და სხეულის მასის ინდექსი 14-ზე ნაკლებზე ჩამოვა, ანუ თუ მიხეილ სააკაშვილის წონა 52 კგ-ზე ნაკლებზე ჩამოვა, ის მოკვდება. ადამიანი მეტს ვეღარ გაუძლებს”.

განაცხადა, ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ რომელიც ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის ერთ-ერთი წევრია.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სასჯელის გადავადების ან მისგან სრულად გათავისუფლების შესახებ სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.