როცა სამყარო საერთო მტერს ებრძვის, საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პროვოკაციულ ქმედებებს აძლიერებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რითაც ის ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირის მახლობლად ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის განახლებას ეხმიანება.
„მაშინ, როცა სამყარო საერთო მტერს ებრძვის და საერთაშორისო სოლიდარობა აუცილებელი გახდა, საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს და აძლიერებს პროვოკაციულ ქმედებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გვაჩვენებს თავის ნამდვილ სახეს,“ – წერს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქარელის რაიონის სოფელ ტახტისძირის მახლობლად, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი განაახლეს.