„მარგველაშვილი რაც არის და ვინც არის, ყველამ ძალიან კარგად იცის. როდესაც მას უთხრეს, რომ 11 500 დოლარი ჰქონდა აღებული სააკაშვილის ქომაგობაში, მან მხოლოდ ის თქვა, რომ ამ თანხად როგორ გავიყიდებოდიო. ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგადად, გაყიდვა დაუშვა. აქედან კარგად ჩანს მისი სახე. არ შეიძლება ასეთი ადამიანები ქართულ პოლიტიკაში იყვნენ. ის ქართულ პოლიტიკურ კულტურას არ შეესაბამება“,
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.