ასეთი რანგის ადამიანების ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია და აჩვენებს, რომ ამერიკას აქვს ინტერესი ამ ქვეყნის და რეგიონის მიმართ , – ამის შესახებ პარტია ,,გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ამერიკელ სენატორებთან არაოფიციალური მიღების შემდეგ განაცხადა.
ასევე, ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელურ დისკუსიაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრემიერის გამოსვლა ქვეყნისთვის სირცხვილი იყო.
,,ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება მიუნხენის კონფერენციაზე სრულიად სამარცხვინო იყო, მსოფლიო ლიდერები იქ რას საუბრობდნენ და რა განწყობა არის ზოგადად უკრაინასთან მიმართებით. როცა ყველა საუბრობს, რომ უკრაინამ საკუთარი ტერიტორიები უნდა გაათავისუფლოს და რუსეთი უნდა დამარცხდეს, ყველა ამას იმეორებს, ამ დროს ჩადის ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყნის პრემიერი და რაღაცებს ლუღლუღებს მშვიდობაზე, ეს ჩემი აზრით, სირცხვილია”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
ამასთნ ჯაფარიძემ ისაუბრა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე და აღნიშნა, რომ კანონის ინიცირებას კონკრეტული მიზანი აქვს – წლის ბოლოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელი შეუშალონ.
,,ამ კანონის ინიცირებას კონკრეტული მიზანი აქვს, რომ ხელი შეუშალოს ამ ქვეყნის მიერ სტატუსის მიღებას წლის ბოლოს, ასეთ რაღაცებს სპეციალურად იგონებენ” , – აღნიშნა ჯაფარიძემ.