ელისაშვილი ქართულ ოცნებასთან შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ მმართველ პარტიას საარჩევნო რეფორმისა და ადმინისტრაციის რეფორმაზე კვლავ კომპრომისული აზრი აქვს.
მისი განცხადებით, როცა შეთანხმდებიან, საზოგადოებას ეტყვის.
“გაირკვა ის საკითხი, რომ საარჩევნო კანონმდებლობის და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებასთან დაკავშირებით, როგორც წინა რაუნდებზე იყო მზაობა, ახლაც ეს კომპრომისის მზაობა დადასტურდა. პუნქტობრივად მივყვებოდით ამ საარჩევნო რეფორმის და ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით… რამდენიმე დეტალი რჩება შეუთანხმებელი. ეს დეტალებია და როცა შევთანხმდებთ გეტყვით, – თქვა მოქალაქეების ლიდერმ
რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ისევ ის პოზიცია აქვს ქართულ ოცნებას, რომ საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას და თუ დადასტურდება 1%–იან ცდომილებას, მზად არიან რიგგარეშე დანიშნონ”,– ამბობს ელისაშვილი.