“როცა ჩავთვლით საჭიროდ, აუცილებლად დაბრუნდება”- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა , დავით ზალკალიანმა “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით კონსულტაციებისთვის გამოწვეულ ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს უკრაინაში მაშინ დააბრუნებენ, როცა ამის საჭიროება იქნება.
როგორც მინისტრმა თქვა, ის, რომ ელჩი მაისში გამოიწვიეს და ამ დრომდე არ დაბრუნებულა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას საფრთხეს არ უქმნის.
“მე მაქვს ძალიან ახლო ურთიერთობა და კომუნიკაცია ჩემს კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრთან, მუდმივად ვარ მასთან კავშირზე, უკრაინელებმა იციან ჩვენი ამ საკითხთან დაკავშირებული პოზიცია და ჩვენ როცა ჩავთვლით საჭიროდ, ის აუცილებლად დაბრუნდება”, — აღნიშნა დავით ზალკანლიანმა.
საქართველოს მთავრობამ უკრაინიდან კონსულტაციებისთვის ელჩის, თეიმურაზ შარაშენიძის გამოწვევა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დანიშნა.