მნიშვნელოვანია ასევე ნებისყოფის ჩვენება. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ახლაც გავიმეორებთ, რომ პროტესტი მაშინ მიაღწევს მიზანს, თუ პროტესტის მონაწილეებს ექნებათ იმის ნებისყოფა, რომ იდგნენ იქამდე, ვიდრე მიზანს არ მიაღწევენ.
[…] იქ როდესაც მრავალი ადამიანი დგას და აჩვენებს თავის ძალას, ამის პარალელურად რეჟიმის შიგნით რღვევა მიმდინარეობს. ამის პარალელურად ხდება სანქციების კონსოლიდაცია დასავლეთში იმიტომ, რომ, კიდევ ერთხელ, არცერთ პარტიას დასავლეთი გვერდზე არ უდგას. რამდენიც არ უნდა ირბინოს ამ პარტიის ლიდერებმა ვაშინგტონში სანქციების ხვეწნით და ამას ჩვენ ვუყურებთ წლებია.
დასავლეთი რეაგირებს მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი არის აქტიური, როდესაც ქართველი ხალხის ნება ილახება და როდესაც ქართველი ხალხი ამას გამოხატავს და ანუ ჩათვალეთ, რომ ქუჩაში ყოფნა და ნებისყოფა ამის ჩვენება, რომ მე იქამდე ვიქნები, სანამ შენ უკან არ დაიხევ, არის არა იმიტომ, რომ დიდხანს ქუჩაში დგომა მეხალისება, არამედ იმიტომ, რომ შენ ეუბნები, რომ მე აქედან შენ ვერ მომიშორებ, ვიდგები იქამდე და ამით განწყობას ქმნი, და ამ განწყობის შესაქმნელად არის პირველ რიგში, იმიტომ, რომ მერე ამ განწყობას ეწევა დასავლეთის სანქციები, ეწევა რეჟიმში შიგნით ბზარები […].