როდესაც თქვეს კანონს უცხოური აგენტების შესახებ, FARA-ს გააუქმებთ, ამის შემდეგ, ჩემი აზრით, გექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ ტონალობაში გველაპარაკოთ. თუ ამის გამო, რომ ჩემი ქვეყნის ინტერესებს რომ ვიცავ, მე დამასანქცირებენ ჩვენი პარტნიორები, არც გამიკვირდება. ჩვენი მოსამართლეები დაასანქცირეს, იმაზე რაზეც არგუმენტი დღემდე არ არსებობს. უფრო მეტიც, ერთ შემტვევაში სტრასბურგმა თქვა, რომ თქვენ არ ხართ მართლები და შეცდომაში ხართ შეყვანილი. უნდა მოეხსნას სანქციები ჩვენს მოსამართლეეებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენც და მთელი საქართველოც ჩავთვლით რომ თქვენ უსამართლოდ იქცევით – ეს არ არის სწორი და პარტნიორული მიდგომა.