როცა NGO-ების გარკვეული ჯგუფი გებრძვის, ეს ნიშნავს, რომ შენ სწორ გზაზე დგახარ – სოფო კილაძე

ქართული ოცნების დეპუტატი სოფიო კილაძე, არასამთავრობო ორგანიზაციების გაეროს მიმართ წერილს ეხიანება, რომლის მიხედვით, კილაძე არ უნდა იყოს არჩეული გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად, რადგან მათი განცხადებით, არც მისი კვალიფიკაცია, არც რეპუტაცია და ადამიანის უფლებების რწმენა, ასევე, კანდიდატის შერჩევის პროცესში გაეროს რეკომენდაციების აშკარა დარღვევაა.

კილაძის თქმით, “როდესაც NGO-ების გარკვეული ჯგუფი გებრძვის, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ სწორ გზაზე დგახარ”. დეპუტატი აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ტყუილები წერია.

“ენჯეოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოცემულია სულ ტყუილები და „ფეიკ ნიუსები“. არავითარი პროცედურა არ დარღვეულა და ტყუილების ნაწილში გეტყვით ერთ დიდ ტყუილს, რომ სოფო კილაძეს არ აქვს საერთო არც ბავშვის უფლებათა კოდექსთან, არც სოციალური მუშაობის რეფორმასთან, მაშინ როცა ერთ და მეორე შემთხვევაშიც, იდეის ავტორიც მე გახლავართ და მის განხორციელებას და იმპლემენტაციასაც მე თავად ვუდგავარ სათავეში. ეს ერთი დიდი ტყუილი, ბევრი შემიძლია მოგახსენოთ. რაც შეეხება პროცედურებს, ესეც არის მორიგი ტყუილი, პროცედურის არავითარ დარღვევას ადგილი არ ჰქონია”,– აცხადებს სოფო კილაძე.

მისივე თქმით, NGO-ებთან დაკავშირებით სერიოზული კითხვის ნიშნები აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ყოველთვის ერთსა და იმავე აზრზე არიან და ამბობს, რომ იკვეთება კლანური ნიშნები.

“მათ ადგილზე მე პირველ რიგში საკუთარ ჯგუფში მოვძებნიდი კლანური მმართველობის ნიშნებს. რატომ არის რომ ყოველთვის რამდნი NGO ერთ აზრზე დგას, ამიტომ ყოვლთვის მიჩნდება კითხვის ნიშნები იმ კვლევებზე, რომელსაც ისინი აჟღერებენ.

როდესაც ენჯეოების გარკვეული ჯგუფი გებრძვის ეს ნიშნავს იმას რომ შენ სწორ გზაზე დგახარ, ამიტომ მე გავაგრძელებ სწორ გზაზე სიარულს და იმ ბავშვების უფლებების დაცვას, რომელსაც ჩვენ ყველზე მეტად ვაფასებთ”. – ამბობს კილაძე.

52 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფომ ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრობის კანდიდატის შერჩევისას უგულებელყო გაეროს რეკომენდაციები კანდიდატის შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით. მათი შეფასებით, სოფიო კილაძე, გამოირჩევა ჰომოფობიური განწყობებით და მიუხედავად იმისა, რომ ორი მნიშვნელოვანი კანონპრპექტის ავტორია, არ აქვს ექსპერტული ცოდნა ბავშვის უფლებათა სფეროში.