რუმინეთის პრეზიდენტი EU-ში საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს

რუმინეთის პრეზიდენტი, კლაუს იოჰანისი აცხადებს, რომ სრულად უჭერს მხარს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა.

“რუმინეთი სრულად უჭერს მხარს უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკისა და საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში. ევროკავშირის ამ პარტნიორების ადგილი ევროპულ ოჯახშია და რუმინეთი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს რეალობად იქცეს”,– წერს იოჰანისი.

ცნობისთვის, გუშინ უკრაინამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა. მას პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოაწერა ხელი.