რუმინეთი უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას მიაწვდის. აღნიშნული გადაწყვეტილება რუმინეთის თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ მიიღო, რომელსაც რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი ხელმძღვანელობს.
უკრაინის პრეზიდენტი რუმინელ კოლეგას მადლობას უხდის. ზელენსკის შეფასებით, ეს არის გადამწყვეტი წვლილი უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში, რაც ხელს შეუწყობს როგორც ხალხის, ისე კრიტიკული ინფრასტრუქტურის უკეთ დაცვას რუსული საჰაერო ტერორისგან.
“ეს გადამწყვეტი წვლილი გააძლიერებს ჩვენს საჰაერო ფარს და დაგვეხმარება უკეთ დავიცვათ ჩვენი ხალხი და კრიტიკული ინფრასტრუქტურა რუსული საჰაერო ტერორისგან”, – განაცხადა უკრაინის მეთაურმა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ს მიერ შემუშავებული Patriot რუსეთის წინააღმდეგ უფრო ეფექტურად მიიჩნევა, ვიდრე ამავე სისტემების ევროპული ალტერნატივები, როგორიცაა SAMP/T, NASAMS, HAWK, IRIS-T ან S-300 პლატფორმები.