რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუმინიტა ოდობესკუ აცხადებს, რომ რუმინეთში რუსული დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. ინფორმაცია მოკავშირეებს უკვე მიაწოდეს.
“რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მორიგი საშინელი თავდასხმები განხორციელდა. ნამსხვრევები რუმინეთის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. ჩვენ უკვე ვაცნობეთ ჩვენს მოკავშირეებს და ამ საკითხზე მათთან კოორდინაციაში ვართ. რუმინეთი კატეგორიულად გმობს ამ უპასუხისმგებლო ქმედებებს”, – წერს ლუმინიტა ოდობესკუ X-ზე.