აღმოსავლეთ რუმინეთში მუშაობა გრძელდება საბჭოთა პერიოდის აეროდრომის გადაქცევაზე ევროპაში ნატოს უდიდეს სამხედრო ბაზად.
The Times-ის ცნობით, „მიჰაი კოჰელნიკანას“ ავიაბაზა ორჯერ დიდი იქნება გერმანულ რამშტეინის ბაზაზე და ევროპაში ნატოს უდიდესი ბაზა გახდება.
ბაზა უკრაინის საზღვრიდან 97 კილომეტრში, კონსტანცასთან ახლოს მდებარეობსბ
„მიჰაი კოჰელნიკანას ავიაბაზის გადაქცევა ნატოს ციხესიმაგრედ, რომელიც დაიტევს 10 000 ჯარისკაცს და აშშ-ს ატომურ ბომბდამშენებს, თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო საქართველოზე 2008 წელს და ყირიმზე 2014 წელს რუსეთის თავდასხმების პასუხად, მაგრამ პროექტმა დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ“– წერს გამოცემა.
გამოცემა ასევე წერს, რომ რუმინეთის თავდაცვითი გაძლიერების სურვილი შეიძლება იქნას გაგებული, როგორც პასუხი რუსეთის მტრობაზე. გასულ კვირას, სამი შაჰედ 136 დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს რუმინეთის მიწაზე, რამაც აიძულა ნატო გაზარდოს გამანადგურებლების პატრულირება საზღვრის გასწვრივ.
„ქვეყნებს, რომლებიც ყველაზე ახლოს ემეზობლებიან რუსეთს რომლებიც რუსეთის გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ, კარგად ესმით, თუ რა დევს სასწორზე. ბაზის გაძლიერების გადაწყვეტილება არის განაცხადი, რომ რუსეთი ვერ გვიკარნახებს, რისი გაკეთება შეგვიძლია და არ შეგვიძლია“, – ამბობს გადამდგარი ამერიკელი გენერალი ბენ ჰოჯესი.
რუმინეთის მთავარი პორტის, სტრატეგიული მდებარეობის მქონე კონსტანტას სიახლოვეს მდებარე საჰაერო ბაზა უკვე ემსახურება შავ ზღვაზე ნატოს საჰაერო პატრულირების მისიების შტაბ-ბინას.