ევროპეისკა პრავდა იტყობინება, რომ რუმინულმა ავიაგამანადგურებლებმა, ნატო-ს საჰაერო საპატრულო მისიის ფარგლებში ორ რუსულ სუ-27-ს საჰაერო სივრცე ჩაუჭრეს. ინფორმაციის შესახებ ასევე ნათქვამია რუმინეთის საჰაერო ძალების განცხადებაში.
საჰაერო პატრულირების გაძლიერებული მისიის ფარგლებში, პილოტებმა ნატო-ს საჰაერო ოპერაციების ცენტრიდან მიიღეს შეტყობინება უცნობი თვითმფრინავების შესახებ საერთაშორისო წყლების თავზე ნატო-ს პასუხიმგებლობის ქვეშ არსებულ ზონაში.
საჰაერო სივრცის ჩაჭრის შემდეგ მოხდა რუსლი სუ-27 ტიპის გამანადგურებლების იდენტიფიცირება, რუმინელმა პილოტებმა რუსული თვითმფრინავები ალიანსის პასუხიმგებლობის ზონის საზღვრამდე მიაცილეს.