რუმინულმა ავიაგამანადგურებლებმა ორ რუსულ სუ-27-ს საჰაერო სივრცე ჩაუჭრეს

ევროპეისკა პრავდა  იტყობინება, რომ რუმინულმა ავიაგამანადგურებლებმა, ნატო-ს საჰაერო საპატრულო მისიის ფარგლებში ორ რუსულ სუ-27-ს საჰაერო სივრცე ჩაუჭრეს. ინფორმაციის შესახებ ასევე ნათქვამია რუმინეთის საჰაერო ძალების განცხადებაში.

საჰაერო პატრულირების გაძლიერებული მისიის ფარგლებში, პილოტებმა  ნატო-ს საჰაერო ოპერაციების ცენტრიდან მიიღეს შეტყობინება უცნობი თვითმფრინავების შესახებ საერთაშორისო წყლების თავზე ნატო-ს პასუხიმგებლობის ქვეშ არსებულ ზონაში.

საჰაერო სივრცის ჩაჭრის შემდეგ მოხდა რუსლი სუ-27 ტიპის გამანადგურებლების იდენტიფიცირება, რუმინელმა პილოტებმა რუსული თვითმფრინავები ალიანსის პასუხიმგებლობის ზონის საზღვრამდე მიაცილეს.