საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით დღეს 8 მარტის შეთანხმება შესრულდა და გიორგი რურუას ამ შეთანხმებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. კობახიძის განმარტებით, რურუას საქმე მორიგი კრიმინალური საქმეა, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტს.
„რურუას არანაირი კავშირი არ აქვს 8 მარტის შეთანხმებასთან, დღეს აღსრულდა 8 მარტის შეთანხმება. რაც შეეხება რურუას საქმეს, ეს არის ერთ-ერთი მორიგი კრიმინალური საქმე, რასთან დაკავშირებითაც, როგორც სხვა საქმეებთან დაკავშირებით, საქართველოში გადაწყვეტილებას იღებს მართლმსაჯულება, სასამართლო. შესაბამისად, როგორც წყდება სხვა კრიმინალური საკითხები, ასევე გადაწყდება ეს კრიმინალური საქმეც,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ