პოლიტპატიმარი რურუას გათავისუფლება აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად – ანა ფოტიგა

ევროპარლამენტარი და პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ანა ფოტიგა აცხადებს, რომ სააკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად აუცილებლია პოლიტპატიმარი გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლება. მისი თქმით, ეს აუცილებელია დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვისაც.

“საკონსტიტუციო ცვლილებებს როგორც პოლიტიკური სპექტრის, ისე საზოგადოების უმრავლესობის ფართო მხარდაჭერა სჭირდება. 8 მარტის შეთანხმების სრული იმპლემენტაცია პოლიტიკური პატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლების ჩათვლით, აუცილებელი ნაბიჯია საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებისა და საქართველოში დემოკრატიული არჩევნებისთვის”, – წერს ფოტიგა ტვიტერზე.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენის კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ ევროპული საქართველოს და ენმ–ს წევრები, თუ მანამდე 8 მარტის შეთანმება სრულად არ შესრულდება და გიორგი რურუა არ დატოვებს საპატიმროს.