რურუა: შესაწყალებელი ნამდვილად არ მქონდა, თავისი დანაშაული გამოასწორეს

გიორგი რურუა საპატიმროს დატოვების შემდეგ ამბობს, რომ შეწყალებით ქართულმა ოცნებამ თავისი დანაშაული გამოისყიდა.

“მე ვარ აქტიური მოქალაქე და დავრჩები აქტიურ მოქალაქედ. პოლიტიკა მარტო პოლიტიკოსების საქმე არ არის, ჩვენი საქმე არის, ჩვენ უნდა დავეხმაროთ პოლიტიკოსებს როგორც სამოქალაქო ორგანიზაციებიდან ისე სხვა პლატფორმებიდან. მე მგონი თავისი დანაშაული გამოასწორეს, მე შესაწყალებელი ნამდვილად არ მქონდა. მე ერთხელ შემომთავაზეს შეწყალება, შემოთავაზეს რომ მეღიარებინა დანაშაული და მე უარი ვთქვი, რადგან მე თავს დამნშავედ არ ვცნობ”,- ამბობს რურუა.

ის მოლაპარაკებაში ჩართულ მხარეებს, მათ შორის ელჩებს და პოლიტიკურ ძალებს მადლობას უხდის.