დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთი გეგმავს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის ალყას, ტაქტიკური წინსვლებით, ჩრდილოეთით და სამხრეთით.
„რუსული ძალები აგრძელებენ თავიანთი საცეცხლე საშუალების დიდი ნაწილის დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის გარშემო ფრონტის ხაზის დაახლოებით 15 კილომეტრის სიგრძის სექტორზე განთავსებას. […] 2022 წლის აგვისტოს დასაწყისიდან რუსეთისთვის ბახმუტი პრიორიტეტს წარმოადგენს. ქალაქის აღება პოტენციურად საშუალებას მისცემს რუსეთს, საფრთხე შეუქმნას კრამატორსკის და სლოვიანსკის უფრო დიდ ურბანულ ტერიტორიებს“, – აცხადებენ უწყებაში.
მათივე განმარტებით, არსებობს რეალური შესაძლებლობა, ბახმუტის ხელში ჩაგდება რუსეთისთვის უპირველეს ყოვლისა სიმბოლურ, პოლიტიკურ მიზნად იქცა.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine – 03 December 2022
Find out more about the UK government’s response: https://t.co/Agl34uAcBo
?? #StandWithUkraine ?? pic.twitter.com/5Zv0s649gC
— Ministry of Defence ?? (@DefenceHQ) December 3, 2022