რუსები ბახმუტის რაიონში სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ – ISW

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) სხვა აღნიშნავს, რომ რუსული შეიარაღებული ფორმირებები, ბახმუტის აღების შემდეგ, იქ სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ – მაგრამ რუსული პროპაგანდა და სამხედრო ბლოგერები ამაზე თითქმის არ საუბრობენ და  გამარჯვებას აღნიშნავენ.

ახალ ანგარიშში ორგანიზაცია აღწერს რუსების კამათის იმის შესახებ, თუ ვინ და როგორ უნდა დაჯილდოვდეს ბახმუტის აღებისთვის, რის შემდეგაც ISW ანალიტიკოსები იხსენებენ საქმის რეალურ მდგომარეობას, როგორც მათი აზრით რეალურად არის:

„ბახმუტში გამარჯვების შესახებ განცხადებების მიმართ გადაჭარბებული ყურადღება იწვევს ყურადღების გადატანას იმ სათუო იმ სიტუაციიდან, რომელშიც რუსი სამხედროები იმყოფებიან ბახმუტში და მის ირგვლივ […] რუსი სამხედროები ბახმუტში დაუცველ მდგომარეობაში არიან, განსაკუთრებით იმის გამო, რომ მათი შეტევა ამ ტერიტორიაზე ამოიწურა და გამოიფიტა ,  და ეს აძლევს უკრაინის არმიას ახალი კონტრშეტევების შესაძლებლობას ბახმუტის მახლობლად ისედაც დასუსტებულ ფლანგებზე“, წერს ISW.

რუსებისთვის დამატებითი რისკი, ISW-ს თვალსაზრისით, არის მისი ქვედანაყოფების ბახმუტიდან ზურგში გაყვანა რამდენიმე დღეში, რაც ვაგნერის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა დააანონსა.

თუ ვაგნერელები ბახმუტს დატოვებენ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შეიძლება მოუწიოს ამ სექტორში  ცუდად გაწვრთნილი და აღჭურვილი ჩვეულებრივი შენაერთების შეყვანა, სწორედ მათი,  ვინც ახლახან, მაისში უკან დაიხიეს ქალაქის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე.

ამავდროულად, ეს საფრთხე დიდწილად იგნორირებულია რუსულ საინფორმაციო სივრცეში, წერს ISW.