გოსტომელის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტარას დუმენკო აცხადებს, რომ რუსეთის ოკუპაციის 35 დღის განმავლობაში კიევის რეგიონში, გოსტომელში 400 ადამიანი უგზოუკვლოდ დაიკარგა. დუმენკო ასევე აცხადებს, რომ გოსტომელის მიმართულებით, გზაზე ჩაცხრულული მანქანები იყო და ცხედრები ესვენა, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც, თუმცა ეს ცხედრები ახლა გამქრალია.
“ჩვენ ვიცით, რომ ადამიანები მოკლეს. გვაქვს ამის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო ჩანაწერი, მაგრამ ვერ ვპოულობთ. როდესაც კავშირი იყო, თვითმხილველებმა შეძლეს, ეს ინფორმაცია მოეწოდებინათ. რუსები თავიანთი სისასტიკის კვალს წმენდენ”. – აცხადებს გოსტომელის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტარას დუმენკო.