რუსები თავს მძინარე უკრაინელ ჯარისკაცებს დაესხნენ – ვიტალი კიმი

“რუსები თავს მძინარე უკრაინელ ჯარისკაცებს დაესხნენ” – მიკოლაევის ოლქის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის თქმით, 19 მარტს, დილით რუსი სამხედროები თავს მძინარე უკრაინელ ჯარისკაცებს დაესხნენ.

“ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. ორკები მძინარე ჯარისკაცებს რაკეტებს ესვრიან. ასევე მიმდინარეობს მიკოლაევის სოფლების რუსებისგან გათავისუფლება”. – თქვა კიმმა.