რუსები მასობრივად იღებენ შეტყობინებებს საქართველოს ბანკში ანგარიშების გაუქმების შესახებ

ტელეგრამ არხები წერენ, რომ რუსეთის ათობით  მოქალაქემ მიიღო შეტყობინება „ბანკის შიდა პოლიტიკის“ გამო  საქართველოს ბანკში ანგარიშის დაბლოკვის შესახებ.  მათ თანხის გასატანად 5 სამუშაო დღეს აძლევენ. ჯერჯერობით ბარათები მუშაობს.

ჩატებში, სადაც ბანკის მხრიდან ანგარიშის დაბლოკვაზე წერენ, გამოკითხვები ტარდება, საიდანაც ირკვევა, რომ  მომხმარებელთა უმრავლესობას, რომლებმაც შეტყობინებები მიიღეს, აქვთ ანგარიშები მცირე ბრუნვით და არანაირი ოპერაციები კრიპტოვალუტით.

ტელეგრამ არხებში წერენ, რომ შეუძლებელია რაიმე კანონზომიერების იდენტიფიცირება: ბლოკავენ ბარათებს, რომლებიც გამოიყენება საქართველოში,  უცხოეთში, ასევე  ბიზნეს და პირად ანგარიშებს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, იხურება ის ანგარიშები, რომელთა მფლობელებმა  ვერ შეძლეს შემოსავლის წყაროს იდენტიფიცირება.

ბანკი არ პასუხობს კითხვებს გადაწყვეტილების მიზეზების შესახებ.

ტელეგრამ არხებშივე წერენ, რომ ეს არ არის ბლოკირების პირველი შემთხვევები. ოქტომბერში, ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტის შემოღების შემდეგ, რომელიც კრიპტოაქტივების გამოყენების აკრძალვას ეხებოდა,  ქართული ბანკები რუსების იმ ანგარიშებს ხურავდნენ, რომლებიც კრიპტოვალუტით აწარმოებდნენ ოპერაციებს.