უკრაინის ქალაქ მიკოლაევში დღეს დილიდან საჰაერო განგაშის ხმა ისმის. უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქში უკვე 10-ზე მეტი აფეთქება მოხდა. თვითმხილველები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ბომბები მოხვდა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს და საცხოვრებელ კორპუსს. ასევე უნივერსიტეტის შენობებს. ქალაქის ხელმძღვანელობა მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს. ჯერჯერობით კონკრეტული ინფორმაცია დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.
მიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ვიტალი კიმის ცნობით, რუსი ოკუპანტების დაბომბვის ერთ-ერთი სამიზნე მიკოლაევის უნივერსიტეტი გახდა.
“დღეს ტერორისტმა რუსეთმა შეუტია მიკოლაევის ორ უმსხვილეს უნივერსიტეტს. მინიმუმ 10 რაკეტა. ახლა ისინი ჩვენს განათლებას უტევენ. ვთხოვ ყველა დემოკრატიული ქვეყნის უნივერსიტეტებს დაადასტურონ, რომ რუსეთი არის ტერორისტი“– დაწერა კიმმა ტვიტერზე.
Today russia-Terrorist attacked 2 biggest Universities in Mykolayiv. At least 10 missiles. Now they attack our education. I’m asking Universities of all democratic countries to claim russia what it is really is- the Terrorist pic.twitter.com/VNiRxNbT89
— Віталій Кім / Vitaliy Kim (@vitalij_kim) July 15, 2022