„თუ ვინმეს დარღვეული აქვს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი, ეთნიკურ ნიშანს მნიშვნელობა არა აქვს – ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ამას გააკეთებს, შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. ასევე, ყველა შესაბამისი უწყება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის. ხალხის ეთნიკური ნიშნით დაყოფა არავითარ დემოკრატიულ პრინციპებში არ ჯდება. ადამიანების ეთნიკური ნიშნით დაყოფა, ეს არის ქსენოფობია, ხოლო ძალადობისკენ წახალისება შესაძლოა, შუღლის გამომწვევ საკითხებში გადაიზარდოს, რაც ასევე დაუშვებულია“

ასე უპასუხა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა რუსი ტურისტების თაობაზე დასმულ კითხვას.