დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსთისთვის კიევი მთავარ სამიზნედ რჩება, ამიტომ ეცდებიან მის ალყაში მოქცევას უახლოეს კვირებში.
“მძიმე ბრძოლები კიევის ჩრდილოეთით გრძელდება. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ქალაქში მიმავალი რუსული ძალები შეჩერებულია. გოსტომელის მიმართულებიდან ჩრდილო-დასავლეთისკენ მიმავალი ძალები უკრაინის სასტიკმა წინააღმდეგობამ მოიგერია. რუსული ძალების დიდი ნაწილი ქალაქის ცენტრიდან 25 კილომეტრის დაშორებითაა.
მიუხედავად პროგრესის განგრძობადი ნაკლებობისა, კიევი რჩება რუსეთის უპირველეს სამხედრო მიზნად და ისინი, სავარაუდოდ, პრიორიტეტს მიანიჭებენ ქალაქის ალყაში მოქცევის მცდელობას უახლოეს კვირებში”,– წერია დაზვერვის განცხადებაში.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine – 21 March 2022
Find out more about the UK government's response: https://t.co/o31FnBRw3w
?? #StandWithUkraine pic.twitter.com/reAkTEnHFj
— Ministry of Defence ?? (@DefenceHQ) March 21, 2022