რუსები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ – TI

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თვეში საშუალოდ 1 300 კომპანიას არეგისტრირებენ –  ამის შესახებ შესაბამის ცნობას, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს.

1995 წლის იანვრიდან 2022 წლის თებერვლის ჩათვლით, რუსების მოქალაქეების მიერ საქართველოში 7 788 კომპანია დაფუძნდა, ხოლო 2022 წლის მარტიდან 2023 წლის ივნისის ჩათვლით 21 326 კომპანია. ბოლო ორი წლის მონაცემები, წინა 27 წლის მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება.