რუსები სეპარატისტულ რეგიონებში უკრაინული ძალების ალყაში მოქცევას შეეცდებიან – ბრიტანეთი

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსული ძალები ეცდებიან უკრაინული სამხედროების ალყაში მოქცევას სეპარატისტულ რეგიონებში.

“როგორც ჩანს, რუსული ძალები კონცენტრირებულნი არიან თავიანთი ძალისხმევის მცდელობაზე, მოაქციონ უკრაინული ძალები ალყაში, რომლებიც ქვეყნის აღმოსავლეთით სეპარატისტულ რეგიონებში არიან, რათა წინ წაიწიონ ჩრდილოეთით ხარკოვისა და სამხრეთით მარიუპოლისკენ”,– აცხადებს უწყება.

მათივე ცნობით, ბრძოლის ველი ჩრდილოეთ უკრაინაში ძირითადად სტატიკური რჩება უკრაინულების კონტრშეტევები აფერხებს რუსეთის მცდელობებს, მოახდინოს ძალების რეორგანიზაცია.