უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსული საოკუპაციო ძალები სულ უფრო ხშირად იყენებენ ძველ და უხარისხო საბრძოლო მასალას.
მათი განცხადებით, 165-ე საარტილერიო ბრიგადან ბელოგორსკიდან ამ საბრძოლო მასალის გამოყენების ნებართვა მიიღო, რაც ზრდის მისი აფეთქების რისკს დატვირთვისა და ტრანსპორტირების დროსაც კი.
“რუსეთის სამხედრო საცავებსა და არსენალებში საბრძოლო მასალის ასეთი თვითაფეთქების ფაქტები კარგად არის ცნობილი და რეგულარულად ხდება”,– აცხადებს გენშტაბი.
მათივე ცნობით, თავდაცვის ძალები აგრძელებენ მოწინააღმდეგისთვის ზარალის სისტემატურად მიყენებას ყველა მიმართულებით.
Reuters ამერიკელ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული ფრთოსანი რაკეტების 60%-მა, რომელიც რუსულმა არმიამ უკრაინაში გაუშვა, არ იმუშავა.